weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება

13:43 ორშაბათი, 19 მარტი 2018
ფოტოზე კვიპროსი, პაფოსის პროვინცია ფოტოზე კვიპროსი, პაფოსის პროვინცია

კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება.

„კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში აშენდება ქართული მონასტერი. აქ ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები“, – აღნიშნა დიმიტრის სილურისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობა, განსაკუთრებით იმ საკითხების გარშემო, რომელიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციას ეხება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოხდეს სახელმწიფო საზღვრების პატივისცემა. ასევე, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ პრაქტიკულად გადავდგათ ნაბიჯები და სხვადასხვა დონეზე ვითანამშრომლოთ როგორც ეკონომიკის, ტურიზმის, ისე კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება“, – განაცხადა დიმიტრის სილურისმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]