weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თეატრალური პრემია „დურუჯი“ განაცხადების მიღებას იწყებს

12:45 სამშაბათი, 20 მარტი 2018

20 მარტიდან თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრსა და თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს შეუძლია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 აპრილია.

„დურუჯი“ 2017-2018 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი) – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო სარეჟისორო დებიუტს. გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრემია 10 000 ლარი. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2018-2019 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

წელს თეატრალური პრემია „დურუჯი“ 10 წლის ხდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოვების ცერემონიალი ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“, კომპანია „რედიქსის“ ხელშეწყობით, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს პრემია „დურუჯს“ 2008 წლიდან გადასცემს. პრემია 5 ნომინაციაში გაიცემა და მიზნად თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]