ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციისთვის 1 246 376 ლარი გამოიყო

11:47 - 23 მაისი 2017 hits 367
ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციისთვის 1 246 376 ლარი გამოიყო ფოტო © გიორგი ნიკოლავა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 1 246 376 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 15 მაისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 4 ივნისიდან 9 ივნისის 17:00 საათამდე შეეძლებათ. პროექტის განხორციელება კი გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა, რომ ტაძრის რესტავრაციის სამუშაოებზე უმაღლესი ხარისხის მასალები უნდა გამოიყენონ. ამასთან, სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი (ხელოვნებათმცოდნე, ქვის რესტავრატორი, ფერმწერი, არქიტექტორ-რესტავრატორი, საშენ მასალათა ტექნოლოგი) უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე და გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება.

გარდა ამისა, სამუშაოების შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ტაძარი ნიკორწმინდა წარმოადგენს მოქმედ ტაძარს, შესაბამისად, სამუშაოების წარმოება დაგეგმილი უნდა იყოს ისე, რომ არ უნდა შეიზღუდოს მღვდელმსახურების ჩატარება, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.

ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 6 აპრილს მიიღო.

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com