weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საქართველოში Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი ჩამოვა

13:08 ორშაბათი, 26 მარტი 2018

Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოს ეწვევა. ლეგენდარული როკ-მუსიკოსი „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ ფარგლებში, 19 ივლისს, Black See Arena-ზე იმღერებს.

„Black Sea Jazz Festival 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. პირველ დღეს საქართველოში ჩამოვა ლეგენდარული მუსიკოსი რობერტ პლანტი. ეს გახლავთ ლიდერი ჯგუფისა, რომელიც 50 წელზე მეტია მოღვაწეობს და დაუვიწყარი კვალი დატოვა მუსიკის განვითარებაში. Led Zeppelin არის ჯგუფი, რომელმაც ისტორია დაწერა. რობერტ პლანტის დაუვიწყარი ვოკალი დღემდე ახსოვს როგორც ძველ ისე - ახალ თაობას. ამ კალიბრის როკ-შემსრულებელი პირველად მოდის საქართველოში“, - განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ

რიგით მე-12 ფესტივალის ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება. 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება ბილეთებისა და აბონიმენტების პირველი ნაწილის გაყიდვა. ბილეთის ფასი 60 ლარიდან იქნება, რომლის შეძენაც შესაძლებელია ინლაინ - TKT.GE-ზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]