weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

The Chemical Brothers საქართველოში კონცერტს გამართავს

16:04 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers საქართველოში კონცერტს 1-ელ სექტემბერს, რუსთავის მოტოდრომზე გამართავს.

პოპულარული ჯგუფი საქართველოში „ისთერნ ფრომოუშენს” ჩამოჰყავს. კონცერტის ბილეთები ეტაპობრივად, TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთების პირველი ნაწილის გაყიდვა 21 აპრილს, 09:00 საათიდან დაიწყება და მათი ფასი 50 ლარიდან იქნება.

The Chemical Brothers, რომელიც ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარ დუეტს წარმოადგენს, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად ითვლება. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე სულ 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ოთხი გრემის მფლობელ ინგლისურ ჯგუფს, რომელიც მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებითაა ცნობილი, პოპულარობა მოუტანეს ისეთმა ჰიტებმა როგორებიცაა: "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon".

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]