ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

Rotting Christ – თბილისის აეროპორტში დაგვაკავეს როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები

10:43 - 17 აპრილი 2018 hits 244

ბერძნული მეტალ-ბენდი Rotting Christ („ხრწნადი ქრისტე“) აცხადებს, რომ მათი ორი სოლისტი - საკის ტოლისი და თემის ტოლისი 12 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა დააკავეს და 12 საათის განმავლობაში საკანში ჰყავდათ ჩაკეტილი. მათივე თქმით, პოლიციას დაკავების მიზეზი არ განუმარტავს, ადვოკატებმა კი უთხრეს, რომ არასასურველ პირთა სიაში იყვნენ შეყვანილები როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები.

Rotting Christ-მა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. დაკავების შესახებ საკის ტოლისი ჰყვება:

„12 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში დილით, ძალიან ადრე ჩამოვფრინდით. საზღვარზე საბუთების შემოწმების შემდეგ, როდესაც აეროპორტიდან გამოვდიოდით, მე და ჩემი ძმა პოლიციამ გაგვაჩერა. რამდენიმე წუთის შემდეგ გვიბრძანეს, აეროპორტის შენობის სხვა ნაწილში გავყოლოდით, რათა ქვეყანაში შესვლამდე კითხვები დაესვათ. ამის ნაცვლად, პასპორტები და ტელეფონები ჩამოგვართვეს და საკანში შეგვიშვეს.

დაკავების მიზეზის ახსნას ვითხოვდით, რაზეც გვპასუხობდნენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. მოგვიანებით ადვოკატებმა გვითხრეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასასურველი პირების სიაში ვიყავით შეყვანილი როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები.

ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ოფიციალური მიზეზის გარეშე ციხეში აღმოვჩნდით, ჩაგვკეტეს პატარა და ბინძურ საკანში, სადაც 12 საათის განმავლობაში არ გვქონდა გარესამყაროსთან, სამართლებრივ წარმომადგენელთან ან ჩვენი ქვეყნის საელჩოსთან დაკავშირების საშუალება. ამ ხნის განმავლობაში არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

საბედნიეროდ, სიაში მხოლოდ გვარი „ტოლისი“ იყო და ბენდის სხვა ორმა წევრმა, ადგილობრივ პრომოუტერთან ერთად, დაიწყო მუშაობა ციხიდან ჩვენი გათავისუფლებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა და რთული პროცედურების გავლა მოუხდათ. ადგილობრივი პრომოუტერის მუშაობის შედეგად, რომელმაც პროცესში სამართლის ექსპერტები, ჟურნალისტები და აქტივისტები ჩართო, საბოლოოდ გაგვათავისუფლეს“, – ამბობს საკის ტოლისი.

მათივე თქმით, საბოლოოდ, თბილისში კონცერტის ჩატარება მაინც მოახერხეს, საქართველო კი სომხეთის საზღვრის გავლით, გართულებების გარეშე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ აეროპორტში Rotting Christ-ის წევრები არ დაუკავებიათ და ისინი მხოლოდ საბუთების შემოწმების მიზნით შეაფერხეს.

Rotting Christ 1987 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეტალ-ბენდია საბერძნეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]