weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„საშიში დედა“ სამ სხვადასხვა კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

16:04 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

რეჟისორ ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის პრიზებს კიდევ სამი საერთაშორისო ჯილდო შეემატა. ფილმი „საშიში დედა“ ერთდროულად სამ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

  • მთავარი ჯილდო (Top Golden Gate Prize) საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო (FIPRESCI) ევროპული კინოს ფესტივალზე;
  • ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan;

„საშიშ დედას“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი.

აქვე გეტყვით, რომ „საშიში დედა“  საქართველოს რჩეული ფილმი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარსადგენად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]