weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ეწვევიან

18:10 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, საქართველოს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი და ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევიან. მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს ჩამოვა და მკითხველთან შეხვედრას თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს.

ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. მწერალი მკითხველთან შეხვედრას წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ (სანკტ პეტერბურგის N12) გამართავს, 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსა და თანამედროვე ქართველ ავტორ არჩილ ქიქოძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა.

ერლენდ ლუს და მიშელ უელბეკს მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში არჩილ ქიქოძე გაუწევს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ მათი მიზანია მსგავსი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას და, მეორე მხრივ, ქართული, ფრანგული და ნორვეგიული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]