weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი „უკან მომავალში: 1918“ გაიმართება

11:10 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

9-10 ივნისს თბილისის ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი „უკან მომავალში: 1918“ გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებსა და ჟურნალისტებს შეეძლებათ.

ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელი იქნება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე იმუშაონ, შექმნან თანამედროვე და გამოყენებადი ციფრული ხელსაწყოები, ვიზუალიზაციები და სხვ.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 მაისამდე შეეძლებათ. შესაძლებელია ცალკეული მონაწილეების და ასევე გუნდების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/VizHack2018

მონაცემების პრეზენტაცია, რომელზეც ჰაკათონის მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ, 22 მაისს გაიმართება. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციაზე შეხვდნენ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან, მათთან ერთად ადგილზევე შექმნან და დაარეგისტრირონ გუნდები.  გუნდში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ა.შ.

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყოები.

ღონისძიება ForSet-ის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]