weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნატა მურვანიძემ პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა

10:10 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

პეკინის კინოფესტივალზე, ფილმში „საშიში დედა“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ნატა მურვანიძემ მიიღო. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს, ანა ურუშაძეს გადასცა.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს კიდევ სამი მთავარი პრიზი გადაეცათ: Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე“.

დაჯილდოვების ცერემონიას 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

„საშიშ დედას“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. ამასთან, „საშიში დედა“ საქართველოს რჩეული ფილმი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარსადგენად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]