weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისი დოკუმენტური კინოს ფესტივალს CinéDOC-Tbilisi მეექვსედ უმასპინძლებს

15:35 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

3-8 მაისს თბილისი საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს სახელწოდებით CinéDOC-Tbilisi მეექვსედ უმასპინძლებს. CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი ფესტივალზე, რომლის სლოგანია - „ჩაუღრმავდი რეალობას“.  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი რეჟისორი) და მრავალი სხვა.

რაც შეეხება ქართულ პანორამას, იგი ძირითადად ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა,  წელს პირველად კინოფესტივალი თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო“.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]