weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სექსუალური სკანდალების გამო ლიტერატურაში ნობელის პრემია წელს არ გაიცემა

12:23 პარასკევი, 04 მაისი 2018

შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს არ გაიცემა, რისი მიზეზიც სექსუალური სკანდალებია.

შვედეთის აკადემია აღნიშნული ხასიათის სკანდალის გამო რამდენიმე წევრმა დატოვა. განცხადების თანახმად, სკანდალებმა პრემიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა.

შვედეთის აკადემიის ირგვლივ სექსუალური სკანდალი გასული წლის ნოემბერში აგორდა, როდესაც ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ფოტოგრაფი შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ჟან-კლოდ არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ომის პერიოდის გარდა, რა დროსაც ნობელის პრემია 6 წლის განმავლობაში არ გაიცემოდა, აკადემიის ისტორიაში მხოლოდ ერთი წელი იყო, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის აუღია - 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]