მაისი 27, 2018
weather cur airplane horoscope tv

ანსამბლი „ერისიონი“ რეგიონებში კონცერტებს გამართავს

10:45 - 11 მაისი 2018 hits 196

პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანსამბლი „ერისიონი“ ტურნეს იწყებს. „ქართული საგანძური“ - ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც „ერისიონი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მაყურებლის წინაშე წარდგება.

პირველი კონცერტი გურიაში, ჩოხატაურში 17 მაისს გაიმართება; 18 მაისს კონცერტი დაგეგმილია ქუთაისში; 9 ივნისს - ხობში; 10 ივნისს - ბათუმში; 30 ივნისს - ლაგოდეხში; 15 სექტემბერს - მარნეულში; 16 სექტემბერს - გარდაბანში; 14 ივლისს კი - ერგნეთში.

კონცერტზე ანსამბლი „ერისიონის“ მიერ შესრულებული იქნება საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური სიმღერები და ცეკვები.

„ქართული ხალხური სიმღერა არის მრავალხმიანი ფენომენი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა გურული შემოქმედება, რომელიც ხშირად 5-ხმიანია, ცეკვები კი ასახავს ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს და  ილეთებს, ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია ულამაზეს ნახაზებში. ჩვენი ანსამბლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა, რომ სიმღერები და ცეკვები წარმოადგინოს გაერთიანებული სახით სხვადასხვა ფერხულების და ზეიმების სახით, რასაც აკეთებს შესანიშნავად. კონცერტში გამოყენებულია თანამედროვე გახმოვანება და განათება, რაც ქმნის ულამაზეს სანახაობას“, - განაცხადეს ანსამბლში.

Check in Georgia-ს პროექტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. წლევანდელი Check in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც საქართველოში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „Ad Black Sea“ და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]