მაისი 27, 2018
weather cur airplane horoscope tv

ეროვნულ მუზეუმში ტიციანის, რაფაელისა და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები გამოიფინება

11:59 - 15 მაისი 2018 hits 132

ბოტიჩელისა და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, რაფაელის, ლეონარდო და ვინჩისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.

ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელს დღეიდან შემდეგი ნამუშევრების ნახვა შეეძლება:

(15.05.2018 – 05.08.2018) ტიციანი - „მადონა ყრმით“ , რომელიც მხატვრის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის ნიმუშია. ნახატი ვენეციის აკადემიის გალერეაშია დაცული.

(25.05.2018 – 26.08.2018) სერია „რენესანსის დიდოსტატების გრაფიკული ნამუშევრები“ - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა ავტორებს შორის არიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, სანდრო ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

(25.05.2018 – 26.08.2018) გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

(03.09.2018 – 29.10.2018) ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები.

გამოფენები, რომლებიც იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]