weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

12:53 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

აღიარებული ამერიკელი მწერალი ფილიპ მილტონ როთი 85 წლის ასაკში, მანჰეტენში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა.

ამერიკელ-ებრაელმა მწერალმა საყოველთაო აღიარება და ნაციონალური წიგნის ჯილდო 1959 წელს მოიპოვა ნოველით „მშვიდობით, კოლუმბუს“, რომელშიც მშობლიური საზოგადოება - ებრაელ-ამერიკელთა ცხოვრება იუმორისტულად აღწერა.

1969 წელს კიდევ უფრო პოპულარული გახდა რომანით „პორტნოის სინდრომი“, სადაც ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის იუმორისტული და სექსუალურად ღია ფსიქო-ანალიტიკური მონოლოგია მოცემული.

ამის შემდეგ ფილიპ როთი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი გახდა. მისი წიგნები ორჯერ დაჯილდოვდა ნაციონალური წიგნის პრემიით, ორჯერ ნაციონალური წიგნის კრიტიკოსთა წრის პრემიით და სამჯერ - პენ/ფოლკნერის პრემიით.

მწერლის ალბათ ყველაზე ცნობილი ნაწარმოები - 1997 წლის რომანი „ამერიკული პასტორალი“ პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო მისი 2001 წლის რომანი „ადამიანური ლაქა“ დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო წიგნისთვის.

ფილიპ როთს ჯამში 50-მდე სალიტერატურო პრიზი ჰქონდა მიღებული. მის ნაწარმოებებზე გადაღებულია ფილმები: Goodbye, Columbus (1969); Portnoy's Complaint (1972); The Human Stain (2003); Elegy (2008); The Humbling (2014); Indignation (2016); American Pastoral (2016).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]