აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

ფესტივალი Art-გენი თბილისში 8-15 ივლისს გაიმართება

22:42 - 29 მაისი 2018 hits 254

„Art-გენი 2018“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს რეგიონებიდან. წელს ფესტივალი მაყურებელს სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება ჰიპ-ჰოპის დღე.

თბილისის ტურის პროგრამა ასეთია:

8 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“; ფოლკლორი: შიდა ქართლი, გურია – ანსამბლი „იადონი“ (ოზურგეთი);

9 ივლისი – Asea Sool; ფოლკლორი: სამცხე-ჯავახეთი – ანსამბლიმესხეთი (ახალციხე); სამეგრელო.

10 ივლისი –ჰიპ-ჰოპის დღე, ფოლკლორი: იმერეთი, აფხაზეთის დღე;

11 ივლისი – რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუთსაიდერი“; ფოლკლორი: სვანეთი – ანსამბლიმიჟე ნარი (ლენტეხი, ჩოლური), ქვემო ქართლი;

12 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“, ფოლკლორი: კახეთი – ანსამბლი პატარა კახი (თელავი); პანკისის ხეობა – ანსამბლიპანკისი“; თუშეთი;

13 ივლისისუხიშვილები. ფოლკლორი: რაჭა – ანსამბლი „ძირიანი“;

14 ივლისი - ჯგუფი „რეგიონი“; ფოლკლორი: აჭარა – ანსამბლიელესა (ქედა);

15 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“; ფოლკლორი: მცხეთა-მთიანეთი, ლელა თათარაიძე.     

ერთი კვირის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები, წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო.

ბილეთის ღირებულება 12 ლარიდან იწყება.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]