weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში კავკასიის ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება

13:59 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

7-8 ივნისს, თბილისში რიგით მე-9 კავკასიის ჯაზ-ფესტივალი Kavkaz Jazz გაიმართება. თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს.

ფესტივალი დღეს, 20:00 საათზე Jazz Café Singer-ში დაიწყება, ხოლო აბანოთუბანში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]