weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბალანთის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12:57 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში მდებარე XIX საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია, ფასადზე პროფილირებული საპირეთი და კაპიტელებით გაფორმებული. კაპიტელები ტიპიურია მე-19 საუკუნეში, ჯავახეთში აშენებული ეკლესიების კაპიტელებისა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის ნაწილში სახურავზე დადგმულია ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო. ტაძარი გადახურულია თუნუქით.

ინტერიერი შელესილი იყო და შეთეთრებული. შეთეთრების ქვეშ გაირჩევა საღებავის რამდენიმე ფერი. საკურთხევლის წინ ხის კანკელია. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში ინახება დიდი ქვაჯვარი.

ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]