ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში კონცერტს გამართავს

12:25 - 13 ივნისი 2018 hits 104

პოპულარული რუსული როკ-ჯგუფი ДДТ 25 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ, ქობულეთში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. ჯგუფი Kobuleti Ozone Fest-ზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული.

ხსენებულ ფესტივალზე ქართული ჯგუფებიდან Soft Eject და „მწვანე ოთახი“ დაუკრავენ.

ДДТ, რომლის სოლისტი იური შევჩუკი კრემლის ცნობილი კრიტიკოსია და არაერთ გამოსვლაში უთქვამს, რომ პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ატარებს, მისი პირადი ტრაგედიაა, საქართველოში უკანასკნელად 2012 წელს Tbilisi Open Air ფესტივალზე იყო ჩამოსული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]