weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„დათა თუთაშხია“ გერმანულ ენაზე ახლიდან გამოიცემა

12:12 პარასკევი, 15 ივნისი 2018

ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „დათა თუთაშხია“ გერმანულ ენაზე კიდევ ერთხელ გამოიცემა. პოპულარულ ქართულ რომანს გერმანულად კვლავ ალფრედ კრიონერის გამოცემა დაბეჭდის, წიგნის თარგმანზე კი ქრისტიანე ლიხტენფელდი იმუშავებს.

„დათა თუთაშხია - კეთილი ყაჩაღი კავკასიიდან“ (Data Tutaschchia - Der edle Räuber vom Kaukasus) - ასე დაასათაურა გერმანულმა გამოცემამ ჭაბუა ამირეჯიბის რომანი, რომლის მთავარ გმირს გამოცემა რობინ ჰუდს ადარებს, ნაწარმოებს კი „დოსტოევსკისეულ დონ კიხოტს“ უწოდებს.

რომანის პირველი გამოცემა გერმანიაში 32 ევრო ღირდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „დათა თუთაშხია“ გასული წლის დეკემბერში ხელმეორედ გამოიცა ბულგარულ ენაზეც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]