weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლოს ანჯელესში MTV-ის კინო და სატელევიზიო დაჯილდოება გაიმართა

10:17 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

ლოს ანჯელესში პოპულარული მუსიკალური ტელეარხის, MTV-ის რიგით 27-ე კინო და სატელევიზიო დაჯილდოება გაიმართა. მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულები სტუდია „მარველის“ კინოკომიქსი „შავი პანტერა“ და სერიალი „უცნაური ამბები“ გახდნენ.

„მარველის“ წლევანდელმა კინოჰიტმა შვიდი ნომინაციიდან ოთხი ჯილდო აიღო, ამდენივე ნომინაციიდან და ასევე ოთხი ჯილდო ხვდა წილად ამავე დაჯილდოების გასული წლის გამარჯვებულ „უცნაურ ამბებსაც“.

MTV-ის თაობის ჯილდო მსახიობ ქრის პრატს გადაეცა, ნომინაციებს შორის გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო ფილმი - Black Panther

წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუ - Stranger Things

საუკეთესო მსახიობი ფილმში - ჩედვიკ ბოუზმანი (Black Panther)

საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო შოუში - მილი ბობი ბრაუნი (Stranger Things)

საუკეთესო კომედიური შესრულება - ტიფანი ჰადიში (Girls Trip)

საუკეთესო გმირი - ჩედვიკ ბოუზმანი (Black Panther)

საუკეთესო უარყოფითი პერსონაჟი - მაიკლ ბ. ჯორდანი (Black Panther)

საუკეთესო მოპარული პერფორმანსი - მადლენ პეჩი (Riverdale)

საუკეთესო კოცნის სცენა - ნიკ რობინსონი და კინან ლონსდეილი (Love, Simon)

საუკეთესო შეშინებული სცენა - ნოა შნაპი (Stranger Things)

საუკეთესო ჩხუბის სცენა - Wonder Woman

საუკეთესო საეკრანო გუნდი - It

საუკეთესო მუსიკალური დოკუმენტური ფილმი - ლედი გაგა (Gaga: Five Foot Two)

საუკეთესო მუსიკალური სცენა - ცეკვა სიმღერაზე: “Every Breath You Take” (Stranger Things)

საუკეთესო რეალითი-შოუ - The Kardashians

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]