weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ყვარელში ე.წ. სისონაანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12:09 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

ყვარელში მდებარე მე-18 საუკუნის ე.წ. სისონაანთ კოშკის კომპლექსს, რომელშიც კოშკი, გალავანი და მარანი შედის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც იმ ეპოქამდე უნდა იყოს აგებული, ვიდრე კახეთში მრგვალი კოშკების შენება ფეხს მოიკიდებდა. კომპლექსს აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები - სიძველე, არქიტექტურული ფორმები და დეტალები - სათოფურები, ბუხარი, შეკიდული აივნები, თაღოვანი კარები, თაღჩები. აღსანიშნავია ქვის საწნახელიც.

ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვით, თაღების გამოსაყვანად კი აგურია გამოყენებული. კოშკს სამხრეთიდან ქონდა ეზო, რომელიც ასევე რიყის ქვით ნაგები გალავნით იყო შემოზღუდული. ჩვენს დრომდე გალავნის მხოლოდ აღოსავლეთის და დასავლეთის კედლების ფრაგმენტებია შემორჩენილი.

კოშკს ეკვროდა მარანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან მარნის მთელ სიგრძეზე ჩაშენებული იყო ქვის საწნახელი. საწნახლის ენა შუაში იყო დატანებული, საიდანაც მილით ყურძნის წვენი მიწაში ჩაყრილ ქვევრებში ჩადიოდა. მარნის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც იმავე დროს კოშკის დასავლეთ კედელს წარმოადგენდა, ნიშაა გაკეთებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]