weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საბერძნეთში „ოდისეას“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს

16:11 პარასკევი, 13 ივლისი 2018

გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა სამწლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში ჰომეროსის „ოდისეას“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. უძველესი ქვის ფირფიტა სავარაუდოდ ახ. წ. III საუკუნეს ეკუთვნის და ანტიკური პოემის 13 სტროფს შეიცავს.

თარიღის დადასტურების შემთხვევაში ქვაზე ამოტვიფრული წარწერები ეპიკური პოემის უძველესი ჩანაწერი გახდება საბერძნეთში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. რაც შეეხება ზოგადად უძველეს ვერსიას, ის აღმოჩენილია ეგვიპტეში, პერგამენტებზე ამოტვიფრული ტექსტის სახით და მიეკუთვნება ძვ. წ. მესამე საუკუნეს.

საყოველთაო მოსაზრების თანახმად, უსინათლო ჰომეროსის „ოდისეა“ ძვ. წ. მერვე საუკუნეში შეიქმნა. ნაწარმოები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]