weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„იავნანამ რა ჰქმნა?!“ შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოიცა

10:51 შაბათი, 21 ივლისი 2018

ქართველი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“ შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოიცა. წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.

იაკობ გოგებაშვილი საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლად ითვლება, ის ასევე იყო პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი.

1890 წელს გამოცემულ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ლეკების მიერ პატარა ქეთოს მოტაცების ამბავია აღწერილი. წლების შემდეგ მამის მიერ სახლში დაბრუნებული ქეთო მშობლებს ვეღარ სცნობს და სწორედ დედის მიერ ნამღერი იავნანა გაახსენებს მათ თავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]