weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უაიკლეფ ჟანი ბათუმის კორტებზე კონცერტს ხვალ გამართავს

15:42 შაბათი, 21 ივლისი 2018

ჰაიტელი რეპერი, ჯგუფ Fugees-ის ყოფილი წევრი, სამი გრემის მფლობელი მუსიკოსი და პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ბათუმის კორტებზე კონცერტს ხვალ, 21 ივლისს გამართავს. როგორც უაიკლეფ ჟანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა.

„ჰაიტიზე დავიბადე და ამერიკაში 10 წლის ასაკში ჩავედი. მუსიკალურ ჯგუფ Fugees-ის შემდეგ იყო უიტნი ჰიუსტონი, სანტანა, შაკირა და სხვები. მიყვარს მუსიკისას ვარსკვლავების შექმნა და ამიტომ ვიყავი მათი პროდიუსერი. მუსიკა ჩემთვის მუსიკაა, ჟანრებს არ გამოვყოფ. ხვალინდელი ჩემი შოუ იქნება დროში მოგზაურობა და იმდენს იცეკვებთ, სამოსის გამოცვლაც დაგჭირდებათ. ჩემი ჩანაწერების მოსმენისას ნახავთ, როგორ გავარღვიე ბარიერები. ბევრი რამ ვიცოდი თქვენს ქვეყანაზე, მომწონს გარემო და ღვინო. დღეს ქალაქს დავათვალიერებ“, – განაცხადა უაიკლეფ ჟანმა.

Fugees-სთან ერთად მოპოვებული პოპულარობისა და აღიარების შემდეგ, უაიკლეფ ჟანი კიდევ უფრო ცნობილი გახდა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა: “Guantanamera”, “Perfect Gentleman”, “911”, “Hips Don’t Lie”.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]