weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თუშეთში 10 ციხე-სოფელს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია განესაზღვრა

23:10 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018
ფოტოზე ციხე-სოფელი კვავლო ფოტოზე ციხე-სოფელი კვავლო

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის 10 ძეგლს - ციხე-სოფელ ძველ დიკლოს, სოფლებსა და ნასოფლარებს გირევს, დაქიურთას, აგეურთას, ინდურთას, კვავლოს, წაროს, ჭონთიოს, ჰეღოს და ფარსმას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი განესაზღვრა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის თანახმად, ძეგლს შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

შეგახსენებთ, 2018 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუშეთში მდებარე 10 უძველეს ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციამდე საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები შესრულდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]