weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კინოაკადემიამ ოსკარების დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაამატა

10:48 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

ამერიკის კინოაკადემიის მმართველმა ბორდმა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიისთვის ახალი წესები დანერგა. მთავარი სიახლე ახალი კატეგორიის დამატებაა, რომელსაც „პოპულარული ფილმი“ ეწოდება.

როგორც ირკვევა, პოპულარული ფილმის ნომინაციაში ფანების ფავორიტი ბლოკბასტერები მოხვდება. ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს გადაწყვეტილება ოსკარების პრესტიჟს დაწევს, რადგან სიახლე MTV-ის კინოდაჯილდოების მსგავსი ნომინაციაა.

სხვა ახალი წესი კი ცერემონიის ხანგრძლივობას უკავშირდება. ბევრი ადამიანის მოსაზრებით, შოუ საკმაოდ გრძელია, ამიტომაც კინოაკადემიაში გადაწყვეტილება მიიღეს და პირდაპირი ეთერისას ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს აღარ აჩვენებენ.

კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორის, დოუნ ჰადსონის განმარტებით, გამარჯვებული ყველა კატეგორიაში გამოვლინდება, თუმცა ზოგიერთი მათგანიდან გამარჯვებულის დასახელების მომენტი დამონტაჟდება და პირდაპირი ჩვენებისას ისე გადაიცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]