weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა

16:32 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.

კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებითვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000 ლარის ფარგლებში, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ 215 000 ლარის ფარგლებში.

2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების  დაფინანსებისთვის 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტ სტუდენტებისთვის 45 000 ლარით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]