weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჰოლივუდის ლეგენდა ბერტ რეინოლდსი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:05 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ბერტ რეინოლდსი 82 წლის ასაკში გულის შეტევით ფლორიდის შტატში მდებარე ჰოსპიტალში გარდაიცვალა. რეინოლდსს კვენტინ ტარანტინოსთან ერთად უნდა ემუშავა ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის გადაღებებიც ამჟამად მიმდინარეობს.

ბერტ რეინოლდსმა კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, პოპულარობა კი 60-იან წლებში მოიპოვა სერიალებით - Gunsmoke (1962-65), Hawk (1966), Dan August (1970). ამის შემდეგ იყო მისი კარიერის საუკეთესო ფილმები, რომლებიც დღემდე საკულტო ფილმებად მიიჩნევა: Deliverance (1972), The Longest Yard (1974), Smokey and the Bandit (1977), Semi-Tough (1977), Hooper (1978), Smokey and the Bandit II (1980), The Cannonball Run (1981), The Best Little Whorehouse in Texas (1982).

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბერტ რეინოლდსს ვარსკვლავი 1978 წელს გაუხსნეს.

მსახიობი, რომელიც ტრიუკებს თავად ასრულებდა და ამითაც გახდა პოპულარული, ოსკარზე ერთხელ წარადგინეს, მეორეხარისხოვანი როლით ფილმისათვის - Boogie Nights (1997), სულ კი მას სხვადასხვა დაჯილდოებებზე 20-ზე მეტი ნომინაცია და 10 ჯილდო აქვს მიღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]