weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კულტურა

დედაქალაქის ათ ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ღონისძიებაზე, რომელიც ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

ისრაელში, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელმა ოთო ნემსაძემ სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა, თუმცა ათ ფინალისტს შორის ვერ მოხვდა.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არ არის. როგორც მან ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად საქართველოში, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, 13 აგვისტოს კონცერტს გამართავს. არსებული ინფორმაციით, 20 მაისს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და მათი…

„საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან – X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება“, – ამბობს პროფესორი ბუბა კუდავა. მისი ინფორმაციით, კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები,…

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და ოცი მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ ღირსების ორდენის კავალერის, თელავის საპატიო მოქალაქის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე დაინიშნა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავად ჩხეიძემ დაწერა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

16 ივნისს, Black Sea Arena-ზე პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფის, The Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]