weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კულტურა

National Geographic-მა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ საკუთარ გვერდზე, რომელსაც 102 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამორჩეული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორის სვანი პატარძლის ფოტოც მოხვდა. ფოტოს ავტორი დიანა მარკოსიანია.

10 მარტს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება. ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა რეჟისორ დიტო ცინცაძის საომარი დრამა „შინდისის“ პირველი კადრები და კადრსმიღმა არსებული მასალის მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. მხატვრული ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო…

კანადის ქალაქ ტორონტოში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ მოხვდა.

მაიკლ ჯექსონის ცნობილი სკანდალის შესახებ არსებულმა ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა (Leaving Neverland) უკვე გამოიწვია უდიდესი რეზონანსი. HBO-ს ფილმი პოპ-მუსიკის მეფეს აღწერს, როგორც ბავშვებზე მოძალადეს.

სერიალების - „ბევერლი ჰილზისა“ და „რივერდეილის“ ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი ლიუკ პერი 52 წლის ასაკში, ინსულტით გამოწვეული გართულებებით დაიღუპა.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმს გადაიღებს. ბიოპიკის სცენარზე თავად რეჟისორმა იმუშავა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფილმის სატესტო ტიზერი.

პოპულარული ბრიტანული ელექტრომუსიკის ბენდ The Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი ქალაქ დანმოუში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსი 49 წლის იყო.

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]