weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კულტურა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნის სინაგოგას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, რეაბილიტაციას კერძო პირები ჩაუტარებენ. სინაგოგის ნაწილი ოთხი წლის წინ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ჩამოინგრა.

„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

ქართველი რეჟისორები, თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ. მამა-შვილის ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის ფრანგული კინოაკადემია ESEC-ის ანალოგი იქნება.

მიმდინარე წლის მაისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ვერსია გავა.

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე, რომელიც ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ჩატარდება, კვიპროსს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.

ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას, გრემის გადაცემის რიგით 61-ე ცერემონიას უმასპინძლა.

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) რიგით 72-ე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლონდონში, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართა და 2018 წლის მექსიკური სოციალური დრამა „რომას“ გამარჯვებით დასრულდა. ალფონსო კუარონის შავ-თეთრი ფილმის წლის…

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი საფრანგეთში გაიყიდა. მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, ასევე სიცრუეა, თითქოს სამკაულს 12…

ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდო მიიღო. შველიძეს Spotlight Award გადაეცა.

აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გაავრცელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]