weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომი ალუმინის ქილებშიც გაიყიდება

17:29 პარასკევი, 16 ივნისი 2017

ქართული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ალუმინის ქილით გაიყიდება.

ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდა, რომელიც მინერალურ წყალს ალუმინის ქილებში ჩამოასხამს. კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითი „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა.

„კვლევები, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს „ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია. ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი“, – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ.

მისივე თქმით, ეს ინოვაცია კომპანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდეს და ამით საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე ახალი სტანდარტები დაამკვიდროს.

ბორჯომში ახალი საწარმოო ხაზის გაშვებას დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც დაესწრო. გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]