weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელების საწარმო გაიხსნა

15:00 კვირა, 25 ივნისი 2017

გურიაში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოში კომპანია „წყალი მარგებელი, ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანია რაუხთან ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი ექსპორტზეც გავა.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. პრემიერის თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე - უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია „რაუხი“,  ქართული პროდუქცია გაიყიდება არაერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. მასში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]