weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით ირანიდან გაიზარდა

16:51 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147,735-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%). ექვსი თვის  სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ შეაჯამა.

ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 328,314 შეადგინა, რაც 98,796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43%).

2017 წლის იანვარი - ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,996,170 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 354,471-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.4%)-ია.

იანვარი - ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,309,982 შეადგინა, რაც 295,165-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +29.1%).

2017 წლის იანვარ - ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (+16.2%), თურქეთიდან (-15.9%), რუსეთიდან (+27.5%) და ირანიდან (+223.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ივნისში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28%, საფრანგეთი +23% და ლიტვა  +17%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +223%, უზბეკეთი +163%, საუდის არაბეთი +159%, ინდოეთი +133%, ისრაელი +48% და ჩინეთი +41%.

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169)  დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.

2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.

2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786,282 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]