weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყვარელში მეღვინეობა "ნელქარისი" გაიხსნა

19:59 კვირა, 09 ივლისი 2017

ყვარელში კომპანია "მეგობრების მარანმა" მეღვინეობა "ნელქარისი" გახსნა, რომელიც ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს. მეღვინეობის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია.

"მეგობრების მარანი" ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 2014 წელს აშენდა და მასში 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 ათასი დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. მეღვინეობაში 75 ადამიანია დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]