weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა

10:36 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წელს 93 ათასზე მეტი სული წვრილფეხა პირუტყვის - ცხვრის ტან-ხორცია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.

„დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის თვალშისაცემი მატება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაავადებებზე ზედამხედველობის გაძლიერების და იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ტარდება. სააგენტო ყოველწლურად ახორციელებს წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციებს სხვადასხვა დაავადებებზე, სისხლის სინჯების მონიტორინგსა და კონტროლს. ეფექტიანი ვეტერინარული კონტროლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ცხოველთა ოთხი ბიოუსაფრთოების პუნქტი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცხოველთა სასაკლაოები მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ნდობის საფუძველი გახდა. ხორცის ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს დამატებითი ღირებულების შექმნას ქვეყანაში და დარგში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას,“ - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

საქართველოდან დაკლული ცხვრის ტანხორცის ძირითადი ექსპორტიორებია ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ერაყი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]