weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანაკლიის პორტი ამერიკულ კომპანიას 20-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა

14:51 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკულ კომპანიას 20-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა. ხელშეკრულებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისდამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიტენტმა, რობერტ უოთერსმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ინვესტორი გახდა. კონსორციუმის ცნობით, SSA Marine ხუთ კონტინენტზე 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს ემსახურება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. ანაკლიის პორტი რამდენიმე ეტაპად აშენდება და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC) და „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]