weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოდან 7.784 ტონა ატამია ექსპორტირებული

17:12 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7.784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 4.616 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5.800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.

ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისშიშექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (78%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11%), სომხეთის რესპუბლიკაში (5%), ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]