აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს და მარტვილის კანიონს ჰყავს

13:49 - 04 აგვისტო 2017 hits 260

საქართველოს დაცული ტერიტორიები 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 489 909 ადამიანმა დაათვალიერა. ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - 81 110 ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ეწვია. მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება მარტვილის კანიონია, რომელსაც 74 580 ვიზიტორი ჰყავდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 72 102 ვიზიტორი ჰყავდა ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სათაფლიას - 55 815, ხოლო ოკაცეს კანიონს - 38 088.

შვიდი თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% ქართველი, ხოლო 39% უცხოელია. უცხოელ ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტი იყო გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარტვილის კანიონზე 2016 წელს ვიზიტორთა ცენტრის და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება. ერთ წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა. 50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა. 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა, დღეს კი მათი რიცხვი 25-ია.

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com