დეკემბერი 13, 2017
weather cur airplane horoscope tv

კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება

16:57 - 07 აგვისტო 2017 hits 335

მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2019 და 2020 წლების ბოლომდე კურორტზე შემდეგი სასტუმროები აშენდება:

  • GOLDMINE – 100-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. GOLDMINE-ის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება;
  • MOUNTAIN SKY – 45-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსისთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი. მშენებლობა, სადაც 20 ადგილობრივი დასაქმდება, ასევე 2019 წლისთვის დასრულდება;
  • GSP GROUP – 104-ნომრიანი კოტეჯისთვის ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის ორი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები. სამშენებლო სამუშაოებზე დაახლოებით 30 ადგილობრივი დასაქმდება. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება;
  • „ირეპალასი“ – 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი. მის მშენებლობაზე დაახლოებით 15 ადგილობრივი დასაქმდება. „ირეპალასის“ მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

აჭარის მთავრობის ცნობით, კურორტ გოდერძიზე ექვსი პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, რის შედეგადაც 435 ახალი განთავსების და 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათივე ცნობით, უკვე დაწყებულია 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადებულია თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი