weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სოციალური საწარმოების პროექტების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

17:31 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ საგრანტო კონკურსს აცხადებს. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტები, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფენ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა მაქსიმუმ 50 000 ლარია.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელსაც ეკონომიკური და სოციალური მიზნები აქვს. ამ მიზნებიდან უმთავრესი სოციალური მიზანია. ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მხოლოდ საშუალება სოციალური მიზნის მისაღწევად. მასშტაბის მიუხედავად, მთავარია, სოციალური საწარმო იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური წარმატების შერწყმა.

საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ ერთი შშმ პირი. საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა ხმარდებოდეს. სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ, უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.

2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში ხუთი სოციალური საწარმოს პროექტი შეირჩა, რომლებიც საერთო ჯამში 200 000 ლარით დაფინანსდა. გასულ წელს ორი პროექტი ლაგოდეხში დაფინანსდა, დანარჩენები კი ბათუმში, კასპში, თბილისა და წნორში.

„სიცოცხლის ხის“ საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით, სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ Regmarket.ge - ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]