weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის 6 გუბერნიაში 90 დღით მუშაობაზე ნებართვა არ დასჭირდებათ

21:51 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

თურქეთის ექვს გუბერნიაში სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის ნებართვის მიღების წესი გამარტივდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2017 წლის ივლისში, თურქეთის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება.

„მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტის“ მისაღებად საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის ვებგვერდზე, რომელიც  ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებს და ელექტრონულ ფორმატში განცხადება შეავსოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი უზრუნველყოფს იმას, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.

განცხადების შევსების წესები და პროცედურები განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებგვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]