weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში 18.6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

18:27 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 18 მილიონამდე ლარი მიიღეს.

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, საიდანაც ყურძნის გადამუშავების პროცესში 67-ია ჩართული. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9.3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 7.1 ათასი ტონა, სიღნაღი - 4.2 ათასი ტონა, თელავი - 2.7 ათასი ტონა, გურჯაანი - 1.9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1.7 ათასი ტონა, ახმეტა - 628 ტონა, ლაგოდეხი - 300 ტონა და საგარეჯო - 193 ტონა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყურძნის შესყიდვაზე მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]