weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

2017 წლის 9 თვეში ექსპორტზე 52 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა

18:19 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან უცხოეთში 52.7 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა.

იანვარ-სექტემბერში 45 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 116 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 55%-ით აღემატება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულიაშია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 44%, რუსეთი - 95%, უკრაინა - 54%, პოლონეთი - 14%, ლატვია - 36%, ბელარუსი - 34%, აშშ - 81%, გერმანია - 28%, ისრაელი - 305% , მონღოლეთი - 182%, საფრანგეთი - 321%, აზერბაიჯანი 102%.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში 22 ქვეყანაში ექსპორტზე 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გავიდა.

„სულ ექსპორტირებულია 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს. 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439.3 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]