დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა - Wizzair-ი ქუთაისიდან 4 ახალი მიმართულებით იფრენს

11:42 - 06 ოქტომბერი 2017 hits 429

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონისა და პრაღის მიმართულებებით იფრენს. ავიარეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება. Wizzair-ი რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

„ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომის მიმართულებით. გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით - ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა“, - განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა.

2018 წლიდან Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი