weather cur horoscope tv
მარტი 15, 2024

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის შეწამვლისკენ მოუწოდებს

10:11 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასავლეთ საქართველოში ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართავს, რათა მოსავლის აღებამდე აუცილებელი 20 დღიანი ვადა დაცული იყოს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტი 10-14 დღეა.

მოსავლის აღებამდე მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა: 21 დღე - ციტრუსოვან კულტურებზე, 30 - დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 - დღე მარცვლეულზე, 15 დღე -ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა. მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული. ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები. ფაროსანამ სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ზარალი დათვლილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]