ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ალავერდის მონასტრის ტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

16:58 - 13 ნოემბერი 2017 hits 181

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ალავერდის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოებზე, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 298 000 ლარი დაიხარჯება.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ალავერდის ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო გეგმა ითვალისწინებს ქვაფენილისა და ბაზალტის ბორდიურების, ღობის, მოაჯირის, სანაგვე ურნების, ველო და ავტოპარკინგის, განათებების მოწყობას, საყვავილეების, ბანერებისა და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „გზამშენი-7“-მა (ს/კ - 405097336) გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის 17 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

დაგეგმილი სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი