weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აჭარიდან 16 300 ტონა მანდარინი ექსპორტზე გავიდა

13:07 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან მიმდინარე წლის სეზონზე 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული. ექსპორტი რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით განხორციელდა. რაც შეეხება არასტანდარტულ მანადარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით აჭარაში მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი საწარმო, სადაც პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება ხდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შპს TCF GEORGIA-სა და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ში ციტრუსის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.

„დავათვალიერეთ სამი მიმღები ქარხანა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. გვიხარია, რომ წელს განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა ჩვენს ციტრუსზე. გეოგრაფია გაფართოვდა. ძალიან ბევრი ახალი ბაზარი და ქვეყანაა დაინტერესებული ჩვენი ციტრუსით“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ჩაქვში არსებული საწარმო წელს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს. აღნიშნულ მიმღებ პუნქტს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, 440 ტონამადე ციტრუსი უკვე ესპორტირებული აქვთ რუსეთის მიმართულებით. შპს TCF GEORGI მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. იგი სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც კონცენტრირებულ წვენს დაამზადებს. რაც შეეხება შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, ის შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელსაც აზიისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]