weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ევროკავშირი საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას დააფინანსებს

10:51 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას ევროკავშირი 9.9 მილიონი ევროთი დააფინანსებს. პროგრამის მხარდასაჭერად ევროკავშირმა გრანტი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.

პროგრამის დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა მოაწერეს.

გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს და მას შემდეგ დაახლოებით 750 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორცებული, საიდანაც 50%-ზე მეტი, 400 მილიონი ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]